ზამთრის პარალიმპიადის გახსნის ცერემონია პირველ არხზე

წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიება. ერთ საათში იტალიის ქალაქ ვერონაში 2026 წლის ზამთრის პარალიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია გაიმართება. ღონისძიებას ანტიკური რომაული ამფითეატრი უმასპინძლებს. ზამთრის პარალიმპიურ თამაშებზე საასპარეზოდ 56 ქვეყნის 650-ზე მეტი პარასპორტსმენი გავა და მედლების 79 კომპლექტი გათამაშდება. საქართველო ზამთრის პარალიმპიადაზე ორი სპორტსმენით წარდგება – თემურ დადიანი პარაქროს – ქანთრის ტრასაზე გავა, ვალერიან ლომაია კი – სნოუბორდში იასპარეზებს. გახსნის ოფიციალურ ცერემონიას 23:00 საათიდან, საქართველოს პირველი არხი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.