ზამთრის ოლიმპიური თამაშები

ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში მორის ყვითელაშვილმა იასპარეზა, რომლისთვისაც ეს პირველი ოლიმპიადაა. ქართველმა სპორტსმენმა მოკლე პროგრამაში 22-ე ადგილი დაიკავა, რამაც თავისუფალ პროგრამაში გამოსვლის საშუალება მისცა. ყვითელაშვილი საბოლოოდ 24-ე ადგილზე გავიდა. შეჯიბრი კი იაპონელთა ტრიუმფით დასრულდა. ოქროს მედალი იუზურუ ჰანიუმ დაისაკუთრა, ვერცხლი – შომა უნომ, ხოლო ბრინჯაო – ესპანელმა ხავიერ ფერნანდესმა.

ოლიმპიადაზე დღეს მედლების კიდევ 6 კომპლექტი გათამაშდება.

დატოვე კომენტარი