ზამთრის ოლიმპიადა საქართველოს პირველ არხზე

21:05, 06.02.2026

ორი საათი რჩება ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის საზეიმო ცერემონიამდე.

მილანის „სან-სიროს“ ოლიმპიურ სტადიონზე დღეს ოლიმპიური ცეცხლი აინთება. სტადიონზე საქართველოს მედროშეები ქართველი მოციგურავეები იქნებიან, კორტინაში კი მოთხილამურეები. სწორედ მილანი და სამთო-სათხილამურო საკურორტო ქალაქი კორტინა მასპინძლობს ზამთრის 25-ე ოლიმპიურ თამაშებს. მედლების 116 კომპლექტი სპორტის რვა სახეობაში – წლევანდელი ოლიმპიადა ისტორიაში ყველაზე მასშტაბურია. სპორტული ღონისძიებისთვის იტალია თვეების განმავლობაში ემზადებოდა. საქართველო ოლიმპიადაზე ორ სახეობაში, ფიგურულ ციგურაობასა და სამთო-სათხილამურო სპორტში რვა სპორტსმენით არის წარმოდგენილი. მათ შორის არიან ანასტასია მეტელკინა-ლუკა ბერულავას წყვილი და ნიკა ეგაძე, რომლებიც ერთი თვის წინ ევროპის ჩემპიონები გახდნენ. გახსნის ცერემონიას წინ უძღოდა ფიგურულ ციგურაობაში გუნდური ასპარეზობის პირველი საშეჯიბრო დღე – საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველო 20 ქულით ხუთეულში მეოთხე ადგილზეა.

მსგავსი