ზამთრის ოლიმპიადა პირველ არხზე

კიდევ ერთი სპორტული დღესასწაული პირველ არხზე.

ხვალიდან ჩვენი მაყურებელი ზამთრის 24-ე ოლიმპიურ ჩემპიონებს პირდაპირ ეთერში მიადევნებს თვალს. ოლიმპიადა ხვალ პეკინში საზეიმოდ გაიხსნება. საქართველო ცხრა ქართველი სპორტსმენით არის წარმოდგენილი. ისინი სპორტის სამ სახეობაში იასპარეზებენ. მათ შორის ყველაზე მეტი, 6 მონაწილე ფიგურული ციგურაობიდანაა. ოლიმპიური თამაშები 20 თებერვლამდე გაგრძელდება, ტელერეპორტაჟებს ტრადიციულად საქართველოს პირველი არხი და ტელესკოლა შემოგთავაზებთ.