ზამთრის კურორტი

ზამთრის ტურისტულის სეზონის გახსნას სამთო-სათხილამურო კურორტი „გოდერძი“ ახალი ვიდეორგოლით შეხვდება.

საიმიჯო კლიპი კურორტის პოპულარიზაციის მიზნით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა მოამზადა. რგოლი სოციალურ ქსელსა და საერთაშორისო მედიაპლატფორმებზე უკვე ჩაეშვა.

კურორტზე ზამთრის ტურისტულის სეზონის გახსნა 22 დეკემბერს იგეგმება.