ზამთრის კურორტებზე 46 კვების ობიექტი დაჯარიმდა

18:29, 18.01.2018

ზამთრის კურორტებზე 46 კვების ობიექტი დაჯარიმდა.

სურსათის სააგენტო, ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივი კვების ობიექტებს ამოწმებს. სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა 74 ობიექტზე.

სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 2017 წლის მაისში გაფორმდა, რაც ტურისტებით დატვირთულ ადგილებში კვების ობიექტების სახელმწიფო კონტროლის გააქტიურებას, უწყებებს შორის კოორდინირებულ საქმიანობას, ტურისტებისა და ადგილობრივი მომხმარებლის ინტერესების დაცვას ითვალისწინებს.

 

მსგავსი