ზამთრის კურორტების წყალმომარაგება

ერთკვირიანი შეზღუდვების შემდეგ გუდაურში მდებარე რედკოს დასახლებას წყალმომარება სრულად აღუდგა.

პრევენციის მიზნით ტექნიკური სამუშაოები სამთო კურორტზე ახლაც გრძელდება. ჯერ ისევ რჩება პრობლემა ბაკურიანში, სადაც ორ ქუჩაზე განთავსებულ სასტუმროებს წყალს წყალმზიდების საშუალებით აწვდიან. კურორტზე დღეს ალტერნატიული სათავე ნაგებობაც მოაწყვეს. ორივე კურორტზე შექმნილი პრობლემის მთავარ მიზეზად უნალექო ამინდები და გაზრდილი მოხმარება სახელდება.

დღეიდან მსგავსი კრიზისული სიტუაციების პრევენციაზე ზრუნვა წყალმომარაგების კომპანიის ახალ ხელმძღვანელს მოუწევს. კომპანიის დირექტორმა ეკატერინე გალდავამ თანამდებობა დატოვა.