ზამთრის ჯაზ-ფესტივალი
სამოცამდე მუსიკოსი და მრავალფეროვანი პროგრამა – ბაკურიანში მუსიკალური ფესტივალი დაიწყო. Winter Jazz Bakuriani-ს სცენა ორი დღის განმავლობაში, ათამდე კონცერტს დაეთმობა.
ათეულობით არტისტი სხვადასხვა ქვეყნიდან და მუსიკა, რომელიც პოპულარულ ზამთრის კურორტს დამატებით ხიბლს შესძენს.
საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალი ბაკურიანში 14 და 15 თებერვალს გაიმართება.