ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი

თბილისი, ბათუმი, ბაკურიანი – საქართველო ევროპის ახალგაზრდულ ზამთრის ოლიმპიადას პირველად მასპინძლობს.

საზეიმო გახსნის შემდეგ ბაკურიანში პირველი საშეჯიბრო დღე იყო. გიგანტურ სლალომში ოთხი ქართველი მოთხილამურე მონაწილეობდა. ტურნირის გამარჯვებული ბრიტანელი სპორტსმენი გახდა. ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებს რვა დისციპლინაში 45 ქვეყნის 1 000-მდე მოასპარეზე ჰყავს. ოლიმპიადაში რვა ქართველი სპორტსმენი მონაწილეობს. მასშტაბური საერთაშორისო სპორტული ღონისძიებისთვის ახალი ინფრასტრუქტურა მოეწყო – მათ შორისაა ახალი სათხილამურო ტრასები და ყინულის მოედნები.