ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი დღეს გაიხსნება

12:02, 09.02.2025

ბაკურიანში ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი დღეს საზეიმოდ გაიხსნება. ფესტივალს 9-დან 16 თებერვლის ჩათვლით, ბაკურიანთან ერთად თბილისი და ბათუმი უმასპინძლებს. სპორტის 8 სახეობაში მონაწილეობას მიიღებს 45 ქვეყნის 1000-მდე სპორტსმენი. საქართველოდან სპორტის სამ სახეობაში – ფიგურული ციგურაობა, სამთო თხილამური და ბიატლონი, – 8 სპორტსმენი იასპარეზებს. ქართულ დელეგაციას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, ლერი ხაბელოვი უხელმძღვანელებს. ორგანიზატორების განცხადებით, გახსნის ცერემონია დატვირთული იქნება ქართული ტრადიციული ელემენტებით, ხოლო სპორტსმენების აღლუმი ხორუმის თანხლებით გაიმართება.

მსგავსი