ზალკალიანის განცხადება

20 ივნისის ღამეს, ელჩებს ჰქონდათ ინტერესი მიმდინარე პროცესებზე, რამდენიმე თავისით მივიდა პარლამენტში და ადგილზე გაეცნო სიტუაციას, – ასე უპასუხა ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დავით ზალკალიანის განხადებით, უწყება მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, დიპლომატებს ინფორმაციას მუდმივად აწვდის.

შინაგან საქმეთა მინისტრმა გუშინ განაცხადა, რომ პარლამენტიდან ხედავდა, 20 ივნისის ღამეს, ზოგიერთი პოლიტიკოსი როგორ ლიდერობდა შტურმს და აღნიშნა, რომ მასთან ერთად, რამდენიმე ქვეყნის ელჩიც აკვირდებოდა მოვლენებს.