ზაფხულის ტურისტული სეზონი აჭარაში

18:40, 25.06.2026

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის განხორციელებულ სამუშაოებსა და აეროპორტის გაფართოების გეგმას გაეცნო ეკონომიკის მინისტრი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად. პროექტის თანახმად ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალის არსებული სივრცე გაფართოვდა. მოეწყო ახალი ზონები. ახალი სივრცეები ემატება, რომელიც მოიცავს, როგორც საოპერაციო ასევე ადმინისტრაციულ ზონებს. 2025 წელს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში წლიურმა მგზავრთნაკადმა რეკორდულ მაჩვენებელს – 1,230,200 მგზავრს მიაღწია, რაც 2024 წლის მონაცემებთან შედარებით 29%-ით მეტია. ამასთანავე, 2026 წლის იანვარ-მაისის პერიოდში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოში განხორციელებული რეისების რაოდენობა 8 %-ით გაიზარდა.

მსგავსი