მუსიკოსების სხვადასხვა თაობა ერთ სივრცეში – ტრადიციად ქცეული ჯაზის საღამოები თბილისში წელსაც მოეწყობა. ქართველი შემსრულებლების მიერ წარმოდგენილი იქნება მრავალფეროვანი პროგრამა. როგორც გასულ წლებში, წელსაც ფესტივალი მხოლოდ მუსიკალურ ნაწილს არ მოიცავს.
ტრადიციად ქცეულ ფესტივალში როგორც დამწყები, ისე საქართველოსა და მსოფლიოში აღიარებული ქართველი მუსიკოსები მონაწილეობენ. კონცერტების პარალელურად დაგეგმილია მხატვართა ნამუშევრების და რარიტეტული ნივთების გამოფენა-გაყიდვა.