„ზაფხულის ღამის ჯაზი“ - ფესტივალის დახურვა

არტოს ბაღში „ზაფხულის ღამის ჯაზი“ გაიმართა. სამდღიან ფესტივალში საქართველოსა და მსოფლიოში აღიარებული 50-მდე მუსიკოსი მონაწილეობდა, მათ შორის იყვნენ: ზაზა მარჯანიშვილი, ბექა გოჩიაშვილი, მაია ბარათაშვილი, დათო ევგენიძე, პაპუნა შარიქაძე, დინი ვირსალაძე და სხვა ცნობილი მუსიკოსები.

სამი დღის განმავლობაში, ქართველმა შემსრულებლებმა მსმენელს იმპროვიზაციული კონცერტები შესთავაზეს. პროექტის პარტნიორები არიან საქართველოს პირველი არხი და რადიო „ფორტუნა“.