„ზაფხულის ფესტივალი“ ქობულეთში
ბათუმის შემდეგ „ზაფხულის ფესტივალს“ ქობულეთი მასპინძლობს. ქალაქის ცენტრალურ პარკში ფესტივალის სამზადისი აქტიურ ფაზაშია. საზაფხულო დეკორაციებითა და ინსტალაციებით მორთულ საფესტივალო სივრცეში ღონისძიება დღეს კოსტიუმირებული მსვლელობითა და დრამების შოუთი რამდენიმე წუთში გაიხსნება. რის შემდეგაც სცენას ადგილობრივი და მოწვეული ბენდები დაიკავებენ. ადგილზე განთავსებული იქნება კვების ობიექტებიც, სადაც სტუმრებს საზაფხულო მენიუს დაგემოვნება შეეძლებათ. ასევე დაგეგმილია საბავშვო აქტივობები. „ზაფხულის ფესტივალი“ ბათუმსა და ქობულეთში, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით იმართება.