„ზაფხულის ფესტივალი“ აჭარაში

აჭარაში ტურისტული სეზონი „ზაფხულის ფესტივალით“ გაიხსნა. ფესტივალის პირველი დღე საინტერესო მუსიკალური პროგრამით დასრულდა. მაყურებლის წინაშე ცნობილი ჰიტებით წარდგნენ ბენდებიურსა“, „მიქსტურა“, „სინთეზი“ და „კახაბერი და ხანუმები“. ფესტივალი ბათუმში დღესაც გრძელდება და მსურველებს 17:00 საათიდან საოცრებათა პარკში ელოდებიან. ადგილზე ფუნქციონირებს 10-ზე მეტი ლაუნჯი და კაფე-ბარი. გაიმართება ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.