ზაალ უდუმაშვილის განცხადება

„ქართულ ოცნებაში“ ოპოზიციის მიერ არჩევნების გაყალბების მცდელობაზე გაკეთებულ განცხადებას „ნაციონალურ მოძრაობაში“ გამოეხმაურნენ.

ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, გაყალბებაში გაერთიანებული ოპოზიციის დადანაშაულება აბსურდის თეატრია. მისი თქმით, პირიქით, ოპოზიციის დამკვირვებლებს საარჩევნო უბნებიდან მასიურად აძევებენ, რაშიც უდუმაშვილი ხელისუფლებას ადანაშაულებს.