ზაალ უდუმაშვილის ბრიფინგი

დარღვევებთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი. მისი თქმით, თბილისში, 87-ე უბანზე მოქალაქემ კონვერტი გარეთ გაიტანა და გაიქცა. მისი თქმით, დაფიქსირდა კარუსელის ფაქტიც. უდუმაშვილი ასევე აცხადებს, რომ დიდუბეში დაკარგულია 50 ბიულეტენი.