„ყვითელი კვადრატები“ – მძღოლებისთვის ახალი რეგულაცია იგეგმება
ცვლილებები სატრანსპორტო მოძრაობის სქემაში.
დედაქალაქში ახალი რეგულაციის ამოქმედება იგეგმება. გადატვირთულობის თვალსაზრისით თბილისის ყველაზე პრობლემურ გზაჯვარედინებზე ყვითელი ბადისებრი კვადრატების მონიშვნა იგეგმება. ეს ნიშნავს, რომ, შუქნიშნის გამწვანების მიუხედავად, მითითებულ არეალში გასვლა აკრძალული იქნება. მსგავსი აკრძალვებით ინიციატივის ავტორებს საცობების განტვირთვა და პრობლემურ ადგილებზე გამტარიანობის გაზრდა სურთ. თავდაპირველად პროექტი საპილოტე რეჟიმში რამდენიმე მონაკვეთზე ამოქმედდება. შესაბამისი ინიციტივით მერია შსს-ს უახლოეს პერიოდში მიმართავს.