„ყვითელი ჟილეტების“ პროტესტი

საფრანგეთის ხელისუფლება საპროტესტო აქციების ჩატარების წესებს ამკაცრებს და „ყვითელჟილეტიანთა“ მოძრაობას კანონდარღვევაზე მკაცრ პასუხს ჰპირდება. ეს მას შემდეგ, რაც წინა კვირას პარიზის ცენტრში ყვითელჟილეტიანთა მორიგი დემონსტრაცია მასობრივი არეულობით დასრულდა. აქციის მონაწილეებმა დაარბიეს 90-ზე მეტი მაღაზია, ბანკი და რესტორანი და დაწვეს ავტომობილები. უსაფრთხოების გასაძლიერებლად მთავრობა ამ კვირაში სამხედროებსაც გამოიყვანს.

მოსალოდნელი მკაცრი ზომების მიუხედავად, „ყვითელი ჟილეტების“ აქტივისტები უკან დახევას არ აპირებენ და ახალ გამოსვლებს აანონსებენ.