ყველის არალეგალური საწარმოები იმერეთში

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინა. კონკრეტულად კი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში. ოფიციალური ინფორმაციით, ფიზიკური პირი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს აღიარების გარეშე საქმიანობდა. შემოწმებისას დადგინდა, რომ საწარმოში დარღვეული იყო სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები და მიკვლევადობის მოთხოვნები. კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

დარღვევები დაფიქსირდა ყველის გადამმუშავებელ საწარმო შპს „რაგოშიც“, სოფელი სამტრედიაში. სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს მთელი ქვეყნის მასშტაბით უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს.