ყველა თაობა - მუსიკალური საღამო

საქართველოს კულტურის სამინისტროს სააქტო დარბაზში, ოთარ თაქთაქიშვილის სახელობის N 19 ხელოვნების სკოლის აღსაზრდელთა ჩასაბერი საკრავების ორკესტრმა კონცერტი გამართა. კონცერტში, რომელსაც სკოლის დირექტორი, თამაზ მოლაშვილი დაესწრო, მონაწილეობა მიიღო ხელოვნების სკოლის 25-მა აღსაზრდელმა და ბავშვთა ორკესტრის დირიჟორმა. ღონისძიება მინისტრის, თეა წულუკიანის ინიციატივით მოეწყო და მისი მიზანია, ჩასაბერი საკრავების ბავშვთა ორკესტრის საქმიანობისა და შემოქმედების გაცნობა, ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელ ნიკოლოზ რაჭველისა და ორკესტრის წევრებისთვის.

დატოვე კომენტარი