ღია ბანკინგი - ყველა საბანკო მომსახურება ერთ სივრცეში

სისტემა, რომელიც მოქალაქეებს ფინანსურ ანგარიშსწორებას გაუმარტივებს.

ერთდროულად რამდენიმე ბანკის სერვისის მიღება მალე შესაძლოა ერთი აპლიკაციით გახდეს შესაძლებელი. ღია ბანკინგის, ანუ ყველა საბანკო ანგარიშის ერთ სივრცეში ნახვის და კონტროლის სისტემის დასახვეწად მესამე მხარის ჩართვა იგეგმება. საუბარია ფინანსურ-ტექნოლოგიურ კომპანიებზე, რომლებმაც საკუთარი ინოვაციური აპლიკაციებით დისტანციური არხებით სარგებლობა უნდა გააუმჯობესოს და მობაილ-ბანკების მომხმარებლებს ტრანზაქციების შესრულება ერთ სივრცეში შესთავაზოს. შესაბამისი კომპანიების შერჩევა ეროვნულმა ბანკმა უკვე დაიწყო.