„ყვავილების გამოფენა“ ბოტანიკურ ბაღში
საქართველოს ბოტანიკური ბაღში „ყვავილების გამოფენა“ მიმდინარეობს. ორი დღის განმავლობაში გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ქრიზანთემების 150-ზე მეტი ჯიში, შემოდგომის ყვავილები და თბილისსა და რეგიონებში არსებული სანერგე მეურნეობების პროდუქცია. სტუმრებს ასევე ადგილზე დახვდებათ ეკოშემეცნებითი პროგრამები. ამასთან, მიმდინარეობს თანამედროვე მხატვრების თემატური ნახატებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.
თეონა მაჭარაშვილი ესწრება ყვავილების გამოფენას და პირდაპირ ეთერში ბოტანიკური ბაღიდან შემოგვიერთდება.