„ყვავილების გამოფენა“ ბოტანიკურ ბაღში

21:43, 07.11.2026

თბილისის ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ტრადიციული საშემოდგომო „ყვავილების გამოფენა“ გაიხსნა. ეს ის შემთხვევაა, როცა მთელი წლის განმავლობაში დიდი შრომითა და სიყვარულით შექმნილი ჯიშების მრავალფეროვნება ყველა დამთვალიერებლისთვის ხელმისაწვდომი ხდება. ბაღის ქრიზანთემების უნიკალურ კოლექციასთან ერთად, ფესტივალზე რეგიონების სხვადასხვა სანერგის მცენარეებიც გამოიფინა.

წელიწადის ამ დროს ბოტანიკურ ბაღში იშვიათი და საკოლექციო ნიმუშები იყრის თავს. დამთვალიერებლებს მრავალფეროვანი აქტივობები, ეკოშემეცნებითი პროგრამები და ეპოქსიდით შექმნილი ხელნაკეთი ნივთების მასტერკლასი ელოდებათ. ტრადიციად ქცეული ყველაზე ფერადი გამოფენა ხვალაც გაგრძელდება.

მსგავსი