„ყვავილების გამოფენა“ ბოტანიკურ ბაღში
უკვე მეშვიდე წელია, ეროვნული ბოტანიკური ბაღი ყვავილების გამოფენას მასპინძლობს. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა მთელი წლის განმავლობაში დიდი შრომითა და სიყვარულით შექმნილი ჯიშების მრავალფეროვნება ყველა დამთვალიერებლისთვის ხელმისაწვდომი ხდება. ბაღის ქრიზანთემების უნიკალურ კოლექციასთან ერთად, ფესტივალზე რეგიონებში არსებული სხვადასხვა სანერგეების მცენარეებიც გამოიფინა, წელიწადის ამ დროს ბოტანიკურში თავს იყრის ინტერიერისთვის განკუთვნილი იშვიათი და საკოლექციო ნიმუშებიც. ტრადიციად ქცეული ყველაზე ფერადი გამოფენა ხვალაც გაგრძელდება.