ყვავილების ფესტივალი ბოტანიკურ ბაღში

12:27, 02.11.2025

ბოტანიკურ ბაღში ყვავილების ფესტივალი გრძელდება. ბაღის ქრიზანთემების უნიკალურ კოლექციასთან ერთად, ფესტივალზე რეგიონებში არსებული სხვადასხვა სანერგეები გამოიფინა. წელიწადის ამ დროს, ბოტანიკურ ბაღში თავს იყრის ინტერიერისთვის განკუთვნილი იშვიათი და საკოლექციო ნიმუშებიც. სტუმრებს ასევე ადგილზე დახვდებათ ეკოშემეცნებითი პროგრამები. ამასთან, მიმდინარეობს თანამედროვე მხატვრების თემატური ნახატებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. ტრადიციად ქცეული ყველაზე ფერადი გამოფენა დღეს დასრულდება.

მსგავსი