ყვავილების ფესტივალი ბოტანიკურ ბაღში 

18:30, 07.11.2026

თბილისის ბოტანიკური ბაღი ყვავილების ფესტივალს მასპინძლობს. ღონისძიება ადგილობრივებს და უცხოელ ვიზიტორებს საშუალებას აძლევს, გაეცნონ ბოტანიკური ბაღის ქრიზანთემების მრავალფეროვან კოლექციას, ტროპიკულ მცენარეთა ორანჟერეის კოლექციასა და თბილისისა თუ რეგიონების სანერგე მეურნეობების მცენარეებს.

ფესტივალი ხვალ 8 ნოემბერსაც უმასპინძლებს სტუმრებს. ღონისძიების მთავარი მიზანია მცენარეთა უნიკალური მრავალფეროვნების პოპულარიზაცია, ბოტანიკური ბაღის სამეცნიერო პოტენციალის წარდგენა და გარემოსდაცვითი კულტურის ამაღლება.

მსგავსი