ყვარლის რაიონში ხანძრის ქრობის პროცესში მუხლუხოიანი ტექნიკა ჩაერთო

ყვარლის რაიონში ხანძრის ქრობის პროცესში თავდაცვის სამინისტროს მძიმე, მუხლუხოიანი ტექნიკა ჩაერთო. დამუშავდა ძირითადი კერები. ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია. რთული რელიეფის და მიუდგომელი ადგილის გამო, სახანძრო ტექნიკას და მაშველებს ცეცხლის კერებამდე მისვლა უჭირთ. სწორედ ამ მიზეზით, გზის გაჭრა გახდა აუცილებელი.

პარალელურად, უწყების ტექნიკა, მაშველებს უშუალოდ ლიკვიდაციის პროცესშიც ეხმარება და წყლით უზრუნველყოფას ახდენს. ცეცხლის ჩასაქრობად შემოვლას სამი ვერტმფრენი ახორციელებს.

ადგილზე რჩებიან მეხანძრეები და სატყეო სააგენტოს თანამშრომლები, რომლებსაც ადგილობრივი მცხოვრებლებიც ეხმარებიან.

გახსნილია სპეციალური შტაბი, სადაც შესაბამისი ღონისძიებები იგეგემება.

ახალსოფლის ტყეში ხანძარს მესამე დღეა ებრძვიან.