ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზინობიანის მოსახლეობა აქციას მართავს

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზინობიანის მოსახლეობა აქციას მართავს. ისინი სოფლის კუთვნილი საძოვრების გასხვისებას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ 50 ჰექტარი საძოვარი 2000 წელს მათ 49-წლიანი იჯარით გადაეცათ და გადასახადსაც იხდიდნენ.

თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, საძოვრების ნაწილი 2016 წელს აუქციონზე გაიყიდა. მოსახლეობამ სადავო საკითხთან დაკავშირებით, სასამართლოს 5 წლის წინ მიმართა, თუმცა ამ დრომდე გადაწყვეტილება არაა მიღებული.

აქციის მონაწილეებთან ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი მივიდა და მათ ზინობიანის საძოვრების გასხვისების საკითხში გარკვევასა და ინფორმაციის მიწოდებას დაჰპირდა. საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები.