ყვარელში სეტყვისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან

დღეს დილიდან სეტყვისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან ყვარლის მუნიციპალიტეტში. სოფელ გავაზში სტიქიამ 800 ჰექტარზე ვენახები და ერთწლიანი ბოსტნეული კულტურები გაანადგურა.

მუნიციპალიტეტის მერიასთან შექმნილია ზარალის შემსწავლელი კომისია. მოსახლეობა აცხადებს, რომ ვენახების უმრავლესობა დაზღვეული არ აქვს. “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები ხელისუფლებასა და სეტყვის საწინააღმდეგო სამსახურს უმოქმედობაში ადანაშაულებენ.