ყვარელში, კომპანია „ქინძმარაულთან“ აქცია მიმდინარეობს

ყვარელში, კომპანია ქინძმარაულთან აქცია მიმდინარეობს.

აქციაზე კომპანიის 100-ზე მეტი თანამშრომელია შეკრებილი, ისინი ექვსი თვის სახელფასო დავალიანების მიღებას ითხოვენ. როგორც კომპანიის თანამშრომლები აცხადებენ, ქინძმარაულის ხელმძღვანელობა სახელფასო დავალიანების გაცემაზე უარს აბსურდული მიზეზების გამო აცხადებს.

აქციის მონაწილეები სასამართლოში სარჩელის შეტანით იმუქრებიან. კომპანია ქინძმარაულის წარმოების ხელმძღვანელმა კომენტარი გააკეთა. ბესიკ სესიაშვილი ამბობს, რომ კომპანიას ფინანსური პრობლემები აქვს, თუმცა,  ბანკიდან აღებული კრედიტის მეშვეობით, ხელფასები ხვალ გაიცემა.