ყვარელში „ილიაობა“ აღინიშნება

ყვარელში „ილიაობა“ აღინიშნება – ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 188 წელი გავიდა. საზეიმო ღონისძიებები ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში და მიმდებარე ტერიტორიაზე იმართება. მოწყობილია ნახატებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, საბავშვო და კულინარიული სივრცეები, იმართება კახური კულინარიული მასტერკლასები. სახალხო დღესასწაული მოქალაქეებთან ერთად აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმაც აღნიშნეს. შეკრებილებს სიტყვით პრეზიდენტმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიმართეს.