ყურის ქვეყნების ტუროპერატორები საქართველოში
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ყურის ქვეყნებში აქტიურ მარკეტინგულ აქტივობებს აგრძელებს. მიზანი მაღალ მხარჯველი ტურისტული ნაკადების მოზიდვაა. კამპანიის ფარგლებში, საქართველოს კატარიდან, ქუვეითიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან რვა მსხვილი ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი ეწვია. გაცნობითი ტურის ფარგლებში ისინი თბილისის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს, კულტურას და კულინარიას გაეცნენ. ასევე გაიმართა ქართველ კოლეგებთან შეხვედრები.