ყურძნის ხარისხის კონტროლი იწყება

ყურძნის ხარისხზე კონტროლი მკაცრდება.

ახალი რეგულაციები მომავალი რთველის პერიოდში ამოქმედდება, რაც ნიშნავს, რომ გაკონტროლდება მოსავლის შაქრიანობის დონე, რაც მანამდე არ ხდებოდა. დაწესდება კონკრეტული ზღვარი, ამ ზღვარს ქვემოთ კი ყურძენს ქარხნები სპირტის დასამზადებლად ჩაიბარებენ და ასეთ შემთხვევაში მისი ფასიც გაცილებით დაბალი იქნება.

დიფერენცირებას და ხარისხის მეტ კონტროლს მევენახეები დადებითად ხვდებიან.