ყურძნის ახალი მოსავლის ზეიმი „სთველი“

თელავში ყურძნის ახალი მოსავლის ზეიმი „სთველი“ გაიმართა. ბატონის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე წარმოდგენილი იყო მევენახე-ფერმერებისა და ღვინის მწარმოებელი კომპანიების ღვინოები. ტერიტორიაზე მისული სტუმრებისთვის ჩატარდა თეატრალიზებული წარმოდგენა, რომელშიც ქართული კულტურისა და ხელოვნების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. ჩატარდა კონკურსიც.