„ყურადღება, დეზინფორმაცია!“ - საერთაშორისო კონფერენცია თბილისში

„ყურადღება, დეზინფორმაცია!“–  ამ სახელწოდების საერთაშორისო კონფერენციას საქართველო მასპინძლობს. ღონისძიება სტრატეგიული კომუნიკაციების კვირეულის ნაწილია. კონფერენცია მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა და საქართველოში ევროკავშირის ელჩმა გახსნეს.  ფორუმის მიზანია, ევროკავშირსა და მის სამეზობლოში დეზინფორმაციის საფრთხეების გაანალიზება და მის წინააღმდეგ ბრძოლა.

კონფერენცია დეზინფორმაციის წინააღმდეგ, ევროკავშირის სამოქმედო გეგმის ნაწილია.

ღონისძიებაში მონაწილეობენ საერთაშორისო ორგანიზაციების ექსპერტები და მედიის წარმომადგენლები.