ყულევის ქარხანა ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში

21:10, 24.07.2026

რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ მიღებულ ახალ სასანქციო პაკეტში საქართველოში მდებარე საწარმოც მოხვდა.

საუბარია ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე – ბრიუსელის შეფასებით, საწარმო რუსულ ნავთობს ამუშავებს და ვაჭრობს. სანქციები ქარხნის მიმართ ჯერ არ ამოქმედდება – იმისთვის, რომ ტრანზაქციების აკრძალვის გადაწყვეტილება და სანქციები თავიდან იყოს აცილებული, საწარმოს ექვს თვიან ვადას აძლევენ. როგორც ირკვევა, კერძო მფლობელობაში არსებულ ობიექტთან გარკვეული ვალდებულებების შესასრულებლად ევროკავშირიდან ახლა მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

გადაწყვეტილება გაუგებარია ოფიციალური თბილისისთვის. საგარეო უწყება ევროკავშირის მიერ დაწესებული სასანქციო რეჟიმის დარღვევას და სანქციების გვერდის ავლას გამორიცხავს და შესაბამისი მტკიცებულებების არარსებობაზე მიუთითებს. ყულევის სახელმა სანქციების კონტექსტში ოთხი თვის წინაც გაიჟღერა, თუმცა მაშინ საუბარი იყო ყულევის პორტზე, რომლის მიმართ ბრიუსელს სანქციების გვერდის ავლის მხრივ გარკვეული ეჭვები ჰქონდა, საბოლოოდ პორტი სასანქციო სიაში აღარ შეიტანეს.

რა მასალები მიაწოდა ქართულმა მხარემ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სასანქციო პაკეტის დამტკიცებამდე ბრიუსელს და რა განმარტებას აკეთებს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მფლობელი კომპანია, – თათია ტაბეშაძე მუშაობდა თემაზე.

 

მსგავსი