ყოფილი თანაგუნდელების დაპირისპირება

ყოფილ თანაგუნდელებს შორის დაპირისპირება მწვავდება. მიხეილ სააკაშვილის მწვავე კრიტიკის ობიექტი ისევ გიგა ბოკერიაა.

ყოფილი პრეზიდენტი ამჯერად „ევროპული საქართველოს“ერთ-ერთი ლიდერის იმ განცხადებამ გააღიზიანა, რომელიც პოლიტიკური ოპონენტების გასამართლების თემას ეხება.

ქვეყნის სათავეში მისი გუნდის მოსვლის შემთხვევაში ბოკერია დღევანდელი ხელისუფლების მაღალჩინოსნების გასამართლების იდეას არ ემხრობა და არგუმენტად სასამართლოში არსებულ ვითარებას ასახელებს.

ამ ხედვაში მოქმედ მთავრობასთან გარიგების კვალი ამოიკითხეს ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა და მისმა დღევანდელმა პოლიტიკურმა პარტნიორებმა.

მწვავე ურთიერთბრალდებებმა წინასაარჩევნოდ მათი გაერთიანების საკითხი კიდევ უფრო საეჭვო გახადა.