ყოფილი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაცია უქმდება 

დღესვე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილეს კანონპროექტი, რომლის თანახმად, 2026 წლის 1-ლი იანვრიდან ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული უქმდება. შესაბამისი კანონპროექტი ითვალისწინებს „ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის სათანადო პირობების შექმნის შესახებ“ და „ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ“ საქართველოს კანონების ძალადაკარგულად გამოცხადებას.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ 2006 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებამ სეპარატისტულ პროცესებს ირიბი ლეგიტიმაცია მისცა და ცვლილებებიც ამით არის განპირობებული.