ყოფილი საჯარო მოხელეების ინიციატივა

ყოფილი საჯარო მოხელეები მოქმედი საჯარო მოხელეების მხარდასაჭერად – ამ სახელწოდების ახალი ინიციატივის პრეზენტაცია გაიმართა და დაფუძნდა „აზრის თავისუფლების ფონდი“. შეკრებილების განცხადებით, მიზანი სახელმწიფო სექტორში დასაქმებული იმ პირების მხარდაჭერაა, ვინც კრიტიკული პოზიციის გამოხატვის გამო, მუქარის, სამსახურიდან გათავისუფლების, დისკრიმინაციული მოპყრობის ან სხვაგვარი შევიწროების რისკის ქვეშ აღმოჩნდა.