ყოფილი პოლიტპატიმარი შს მინისტრს მიმართავს

ყოფილი პოლიტპატიმარი და „დემოკრატიული მოძრაობის“ წევრი ბექა პეტრიაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრს ოთხი პოლიციელის დასჯას სთხოვს. საუბარია იმ პირებზე, რომლებმაც, მისი თქმით,  7 წლის წინ, 26 მაისის საქმეზე, პოლიტიკური ნიშნით დააკავეს.

პეტრიაშვილის განცხადებით, საქმე მთლიანად გაყალბებული იყო და ეს სააპელაციო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენითაც დასტურდება. ბექა პეტრიაშვილი ბრძოლას ამ პოლიციელების სისტემაში დარჩენამდე აპირებს.  „დემოკრატიული მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის ლიდერს, 2011 წლის 6 დეკემბერს, 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ის ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, 2013 წლის დასაწყისში, პოლიტპატიმრის სტატუსით გაათავისუფლეს.