ყოფილი მაღალჩინოსნების საქმე – პრემიერის კომენტარი

15:08, 17.09.2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ გუნდის ყოფილი მაღალჩინოსნების – ექსპრემიერ ღარიბაშვილისა და უშიშროების ყოფილი ხელმძღვანელის, ლილუაშვილის საქმეებს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, კორუფციული დანაშაული არის მძიმე ბრალდება და როდესაც ადამიანს აქვს წაყენებული კორუფციასთან დაკავშირებით ბრალი, რაც შემდეგ გამოძიების მასალებით დასტურდება, ამის ჩამორეცხვა ვერანაირად მოხდება. კობახიძის განცხადებით, ასევე დიდი დისკომფორტია გუნდისთვის, როდესაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ხვდება ციხეში კონკრეტული ბრალდებით. ეს დისკომფორტი შეუქმნა გუნდს ღარიბაშვილმა. მთავრობის მეთაური ასევე გამოეხმაურა გრიგოლ ლილუაშვილის პატიმრობის ფაქტს და აღნიშნა, რომ ყველა პატიმარს აქვს ლაპარაკის უფლება, თუმცა ხელისუფლება იმდენად სუფთად მუშაობს, რომ ამ საუბრებს კონკრეტული საფუძველი არასდროს აქვს.

მსგავსი