ყირიმის სამიტის პლატფორმა - შეფასებები

უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებით დასრულდა ზაგრებში ყირიმის პლატფორმის სამიტის საპარლამენტო სესია.

საქართველო უპირობოდ უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ყველა ფორმატში განაგრძობს ოფიციალური კიევის მხარდაჭერას. უსაფრთხობა, რუსეთის აგრესიული პოლიტიკა, უკრაინის ომი და ევრორეკომენდაციები – ის ძირითადი საკითხები იყო, რაზეც ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის მონაწილეებმა და ქართული საპარალამენტო დელეგაციის წევრებმა ისაუბრეს. ქართველი კანონმდებლების განცხადებით, პლატფორმა ასევე მნიშვნელოვანი იყო ორმხრივი შეხვედრების მიმართულებითაც. 2-დღიანი ფორუმი დღეს შალვა პაპაუაშვილმა შეაჯამა.