ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირების საქმე

ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილე და ბრალდებული დავით ჯაშის ადვოკატის განცხადებით, გამოძიება მისი დაცვის ქვეშ მყოფს არასწორი მუხლით ედავება და მისი ბრალი აუცილებელი მოგერიების მუხლით უნდა გადაკვალიფიცირდეს.

ჯაშს ბრალად ედება განზრახ ჯგუფური მკვლელობის მცდელობა, რაც 13-დან 17 წლამდე პატიმრობას გულისხმობს. როგორც ადვოკატი ამბობს, ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარ დაპირისპირების ამსახველ ვიდეკადრებშიც კარგად ჩანს, რომ დავით ჯაშის ქმედება სხვისი სიცოცხლის გადარჩენის აუცილებლობით იყო გამოწვეული.

დატოვე კომენტარი