„ყაზტრანსგაზის“ განცხადება

პეკინის გამზირზე ნაქირავებ საცხოვრებელ სახლში უცხო ქვეყნის ორი მოქალაქის გარდაცვალების მიზეზი მხუთავი აირით ინტოქსიკაცია გახდა. განცხადება ამის შესახებ  „ყაზტრანსგაზ თბილისში“ გააკეთეს.

კომპანიაში განმარტავენ, რომ სპეციალისტებმა საცხოვრებელი ბინის დათვალიერების შემდეგ აბაზანაში ღია წვის კამერიანი წყლის გამაცხელებელი აღმოაჩინეს, რომლის მოხმარებაც სახლში კატეგორიულად აკრძალულია. „ყაზტრანსგაზში“ ამბობენ, რომ გაზგაყვანილობის გეგმიური შემოწმების მიზნით აღნიშნულ მისამართზე სპეციალისტები რამდენჯერმე იმყოფებოდნენ, თუმცა შემოწმება ვერ მოხერხდა, სახლში არავინ იმყოფებოდა.