ყაზტრანსგაზის განცხადება

მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს თბილისის გაზგამანაწილებელი კომპანია.

ყაზტრანსგაზში აცხადებენ, რომ გაზის სუნის ან სხვა საეჭვო სიმპტომის შემთხვევაში, დღის ნებისმიერ დროს აუცილებლად დარეკონ ნომერზე 114 .

კომპანიაში ამბობენ, რომ მათი წარმომადგენლები მუდმივად ამოწმებენ გამათბობელ მოწყობილობებს და არასწორი მონტაჟის შემთხვევაში მათ ხსნიან ქსელიდან, თუმცა ხშირად მოსახლეობა საფრთხის შემცველ მოწყობილობებს თვითნებურად აერთებს, რაც ზრდის უბედური შემთხვევების რისკებს.

ყაზტრანსგაზ-თბილისის ინფორმაციით, იმის გადასამოწმებლად თუ რამდენად სწორად და უსაფრთხოდ არის დამონტაჟებული მათ საცხოვრებლებში გამათბობლები, მოქალაქეებს  შეუძლიათ მიმართონ კომპანიას.

მომსახურება უფასოა.