მრავალწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ „ყაზტრანსგაზ თბილისს“ ახალი მფლობელი ჰყავს.
როგორც ირკვევა, ყაზახური მხარის საკუთრებაში არსებული მსხვილი ენერგოკომპანია -„სი ბი ეს ჯგუფმა“ იყიდა. სწორედ ეს ქართული ბიზნესჯგუფი იზრუნებს დედაქალაქის 400 000-ზე მეტი აბონენტის გაზმომარაგებაზე.
კომპანიის გაყიდვის პარალელურად საერთაშორისო არბიტრაჟში საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ყაზტრანსგაზს“ შორის მიმდინარე დავაც მხარეების მორიგებით დასრულდა.