„ყაზტრანსგაზ-თბილისს“ ახალი მფლობელი ჰყავს

თბილისის გაზგამანაწილებელ კომპანიას ახალი მფლობელი ჰყავს.

„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ მარშალის კუნძულებზე რეგისტრირებულმა კომპანია „ვოლთბეიმ“ იყიდა. ცვლილება საჯარო რეესტრის მონაცემებში უკვე აისახა. ამასთან, შეიცვალა კომპანიის გენერალური დირექტორიც. სანჟარ შოკატაევი ნიკოლოზ ჭიაურელმა შეცვალა. გარიგების სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.