„ყაზბეგობა 2026“ – სახალხო დღესასწაული
ყაზბეგობა 2026 – ტრადიციული სახალხო დღესასწაული ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ყოველწლიურად, აგვისტოს ბოლოს აღინიშნება. კულტურის, ისტორიისა და ადგილობრივი ტრადიციების ნამდვილ ზეიმს წელსაც უამრავი სტუმარი ჰყავდა. მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთულ პროგრამაში მოექცა ეთნო სივრცეებში ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთების, სამოსისა და სხვადასხვა ნამუშევრების გამოფენა, სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ავთენტური კერძები და ტრადიციული ტექნოლოგიით დამზადებული ლუდი. კულტურული ღონისძიებების დასკვნითი ნაწილი გალა კონცერტი და ელექტრონული მუსიკის შოუა.